გლდანში ქალი დააყაჩაღეს

თბილისში, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. შეჭრიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში ის ქალი მივიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა.

მძარცველებმა ქალი შეკრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სახლიდან კი სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ. დაზარალებული მეზობელმა იპოვა, რის შემდეგაც საპტრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

მეზობლების ინფორმაციით, ქალის ჰოსპიტლიზება გახდა საჭირო, თუმცა ახლა მისი ჯანმრთელიბის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

უკვე გამოიკითხნენ მეზობლები და დაზარალებულიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

2020news.ge

Related posts