საქართველოში დღეს მეორე მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით, 21:37 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადგენდა.

საქართველოში მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც მოხდა. ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან 21 კილომეტრში, სოფელი ზემო ქედთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.

წყარო: imedinews.ge

Related posts