პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას აპირებდა, როდესაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს. ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია და მამაკაცი პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რის გამო მიმართავდა მამაკაცი პროტესტის ამ ფორმას.

წყარო: – “ინტერპრესნიუსი”

თრიალეთი TV