პოლიტიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, შეწყდეს განათლების სამინისტროს რეფორმა და აღუდგეთ უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ავტონომია.  თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თინათინ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კვოტების დადგენით სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, შეწყდეს განათლების სამინისტროს რეფორმა და აღუდგეთ უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ავტონომია. თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თინათინ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კვოტების დადგენით სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, შეწყდეს განათლების სამინისტროს რეფორმა და აღუდგეთ უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ავტონომია.

როგორც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ მაჭარაშვილმა თსუს-ს I კორპუსის ეზოში განაცხადა, კვოტების დადგენა არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების „მართვისთვის“ რბილი ძალის გამოყენება, რომლითაც სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას.

„დღეს, 2 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს. ჩვენთვის, აკადემიური საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა პრინციპებზე დაფუძნდება ახალი დაფინანსების მოდელი. თუ აქამდე თითოეულ სტუდენტზე წლიური დაფინანსება 2250 ლარს შეადგენდა, ხოლო სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორების ანაზღაურება სტუდენტთა რაოდენობას უკავშირდებოდა, დღეს, საგრანტო სისტემის გაუქმების პირობებში გაურკვეველია, რა ოდენობის დაფინანსება განისაზღვრება თითოეულ სტუდენტზე. აქედან გამომდინარე, თსუ-ს 2026 წლის საბოლოო დაზუსტებული ბიუჯეტი აკადემიური პერსონალისთვის უცნობია. საქართველოს მთავრობის ამა წლის 26 თებერვლის დადგენილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუუქმდა ისტორიულად არსებული ტრადიციული მიმართულებები, ხოლო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სპეციალობებზე დრამატულად შემცირდა მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა. სტუდენტთა მისაღები კვოტების განსაზღვრა წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური თვითმმართველობის კომპეტენციას და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას. საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ 21-ე მუხლისა და 10¹ მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. იმავე პრინციპი აისახება თსუ-ის წესდების მე-8 მუხლის „ბ“ ნაწილშიც. შესაბამისად, პროგრამებზე მისაღები კვოტების ცენტრალიზებული განსაზღვრა მთავრობის ან სამინისტროს დონეზე ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის პრინციპს და ქმნის სამართლებრივად პრობლემურ პრაქტიკას. ამგვარად, კვოტების დადგენა და სრული დაფინანსება არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების „მართვისთვის“ რბილი ძალის გამოყენება, რომლითაც სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით არის გარანტირებული. განათლების სფეროს წარმომადგენლები მოვითხოვთ, შეწყდეს რეფორმა და აღუდგეთ უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ავტონომია“,-აღნიშნულია განცხადებაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები