ნოტრ-დამის აღდგენას 8 მილიარდი ევრო დასჭირდება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს.

თანხები ძირითადად მსხვილმა კომპანიებმა და ბიზნესმენებმა გადარიცხეს. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ინტერნეტ-პორტალი გაიხსნება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს შემოწირულების გაღებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონი ევრო გამოყო. 200 მილიონი ევრო კი LVMH Moët Hennessy – Louis Vuitton-ის ჯგუფმა და არნოების ოჯახმა გამოყვეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.

2020news.ge

Related posts