რუსთავში ავტომობილი სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთდა – არიან დაშავებულები

primetime.ge -ის ინფორმაციით რუსთავში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ავტომობილში გაზის დაგროვება გახდა.

შემთხვევის დროს, ავტომობილში მძღოლი და კიდევ ორი პიროვნება იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად მათ სხეული საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში დაგროვებული გაზი მას შემდეგ აფეთქდა, რაც მძღოლმა  სანთებელა აანთო.

შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გუშინ საღამოს მოხდა.

 

წყარო: primetime.ge

Related posts