დეპუტატები დაგროვებით პენსიაზე უარს ამბობენ

დაგროვებითი პენსიის პროგრამის დატოვებას პარლამენტის წევრები აპირებენ. ოპოზიციის ნაწილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

„ყოველ თვეში ხელფასიდან იძულებით მადებინებენ თანხას, ეს ჩემი იძულებით დადებული თანხა მიდის კორმერციულ ბანკში და იმისთვის რომ ეს ჩემი ფული კომერციულ ბანკში დადოს მთავრობამ ამაში კიდევ ფულს ვიხდი. სისტემიდან პარლამენტის წევრების გამოსვლა იქნება მაგალითი მოსახელობისთვის, – ამბობს დავით ბაქრაძე.

რეფორმიდან გასვლას აპირებს დავით ჭიჭინაძე.

„რეფორმა არის პოპულისტური და არაფრისთვის გამიზნული. ბანკებზე იყოს ეს გამიზნული, „თიბისი“ ბანკმა ვეღარ მიიღო და აღარ იციან სად წაიღონ. ვინც ეს სისტემა მიიღო და ვერ დააბინავებს ამ ფულს ყველა ციხეშია გასაშვები ამბობს დავით ჭიჭინაძე.

„აუცილებლად დავტოვებ პროგრამას სამომავლოდ“ – პროგრამიდან გამოთიშვას გეგმავს რომან გოცირიძეც.

დაგროვებით საპენსიო სისტემას 2900 ადამიანი გამოეთიშა. მათგან 2700 საჯარო მოხელეა. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, რატომ ტოვებენ სისტემას საჯარო მოხელეები.

„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია საჯარო მოხელეების სისტემიდან გასვლამ. ეს რაოდენობა არ არის შემაშფოთებელი“, – აცხადებს ლევან სურგულაძე.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ამ დროისთვის 748 ათასი მოქალაქეა გაწევრიანებული.

წყარო: primetime.ge

Related posts