გორის მუნიციპალიტეტში ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან ახლოს ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია პრაიმტაიმს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პრაიმტაიმსადგილობრივებმა უთხრეს, ნიქოზის მცხოვრებლები, ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ  მელანიშვილი და მჭედლიძე  ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეტის ბრალდებით დააკავეს.  მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

წყარო: primetime.ge

Related posts