“წმინდა ცეცხლი” საქართველოშია

ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სპეციალური რეისით ჩამოაბრძანეს წმინდა ცეცხლი. თავდაპირველად, წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

წმინდა ცეცხლი სააღდგომო ლიტანიობის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

მორწმუნეთა რწმენით, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი, თბილისის დროით 15:30 წუთზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლას აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები ელოდებოდნენ.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

წყარო: ghn.ge

Related posts