შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-სექტემბრის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

2023 წლის III კვარტლის მდგომარეობით 2,706,863 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 80.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +19.4%-ს შეადგენს.

2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 1,725,093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 92.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +15.4%-ია.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.