“ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში”

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსი იმარჯვებს.

“4 ნაბიჯი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს, ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, მოდიან საარჩევნო უბნებზე და მხარს უჭერენ სანდრა რულოვსს. მთელი ქალაქი შემოვიარეთ დღეს და ახლა მეორე წრეზე წავალთ.

ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი“ ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნული ფული, რომელსაც ხალხს უხდიან.

სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებულები არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი, შს მინისტრი როგორ ჩამოქანდა სამეგრელოში. დიდი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, რომლებმაც უზარმაზარი გაყალბების მცდელობა აღკვეთეს – კარუსელის მცდელობები, მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს და გადაიღეს ფირზე.

გაფრთხლებთ, არჩევნების გაყალბების მცდელობა, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას, აუცილებლად მოგეკითხებათ ამაზე პასუხი. ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

2020news.ge

Related posts