192 მსურველი და 62 ბინა – დევნილების საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება

 

 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ყოფილი საავადმყოფოს შენობაში დევნილებისთვის ბინა შენდება, რომელიც 62 ოჯახისთვის იქნება განკუთვნილი. დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს ინფორმაციით  აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი სახლის მიღების მსურველი 192 იძულებით ადგილანცვალი პირია. 

90-იანი წლებსა და 2008 წელს განხორციელებული რუსული აგრესიის შედეგად, შიდა ქართლში დაახლოებით 12 ათასი ოჯახი დევნილად იქცა. მათი უმრავლესობა გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებში აშენებულ კოტეჯებში ცხოვრობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც დღემდე საბავშვო ბაღებსა და სხვადასხვა შენობებში დარჩნენ. 

Related posts