7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას ბრალს დღეს საღამოს წარუდგენენ

აღაიანში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დედას ბრალს დღეს საღამოს წარუდგენენ. ამის შესახებ “2020NEWS-ს” არასრულწლოვანი დედის ადვოკატმა, ქეთევან გაგოევმა განუცხადა.

“წუხელ შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. მთელი ღამე პირადი კონტაქტი მქონდა მასთან. ამ დროისთვის არ ვფლობ ინფორმაციას დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით.რადგან ამის შესახებ ჯერჯერობით არ გვისაუბრია.

გარდა ამისა , საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია , ბრალდების წარდგენის შემდეგ უფრო მეტი მეცოდინება საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გავეცნობით პირის ბრალდების შესახებ დადგენილების შინაარს, ამის შემდეგ თვითონაც დააფიქსირებს სათქმელს და ჩვენც დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ ბრალს დღეს საღამოს წარუდგენენ“ , – განუცხადა “2020NEWS-ს” გაგოევმა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა.

2020news.ge

Related posts