სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო დახმარება შეუწყდათ

 

 

გორის რაიონში 464 სოციალურად დაუცველ ოჯახს დროებით დახმარება შეუწყდება. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გორის ოფისის ხელმძღვანელმა  გივი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოჯახების გადამოწმება რის გამოც საჭირო გახდა გარკვეული ნაწილისთვის დახმარება დროებით შეეჩერებინათ. ყოველთვიური დახმარების გარეშე დარჩა  ხაშურში 373 სოციალურად დაუცველ ოჯახც.

 

 

Related posts