პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი - საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და რეალობას შეხედოს, ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს
3 წუთის წინ

ანიტა ჰიპერი - საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და რეალობას შეხედოს, ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს

ევროკომისიის პრესსპიკერს ჰკითხეს, როგორ აფასებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ დაკავებებს მშვიდობიან დემონსტრაციებთან დაკავშირებით, ასევე, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ „მორალურად და პოლიტიკურად ამ დაკავებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“.

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. როცა თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს დემოკრატიაში, თქვენი ქცევის წესში, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ თქვენი ოპონენტები, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ უდანაშაულო ადამიანები“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საზოგადოებასთან დიალოგს დაუბრუნდეს.

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ძალადობის ყველა ფორმისა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია”, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები