გუშინ ლაგოდეხის ნაკრძალში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული 17 წლის გოგო თბილისის კერძო სკოლა ალბიონის მოსწავლე, სოფი ნიკოლეიშვილია. ის ცნობილი ბლოგერის, სალომე ბარკერის დაა.
„სოფი ძალიან ყოჩაღი, ნიჭიერი და ცელქი გოგო იყო. ცდილობდა სხვებისგან გამორჩეული ყოფილიყო. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ფეხბურთზეც კი დადიოდა“, – იხსენებს „პრაიმტაიმთან“ ბავშვის ყოფილი მასწავლებელი.
გოგონა „ალბიონში“ გადასვლამდე წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლაში სწავლობდა.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის ნაკრძალში გუშინ „ალბიონის“ მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 17 წლის გოგონა დინებამ წაიღო.
მას 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში დილიდან მყვინთავები ჩაერთნენ. სწორედ მათ იპოვეს დღეს დილით გოგონას ცხედარი.
წყარო: primetime.ge