ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძეს სამშობიაროში გული გაუჩერდა

დღეს ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა. როგორც “მედიაცენტრ მთავარის” დამფუძნებელი, ეკა გულუა წერს, მას სამშობიაროში გული გაუჩერდა.

“ჩვენს საყვარელ ნინის, გული ერთ-ერთ სამშობიარო სახლში გაუჩერდა. ჟურნალისტმა ნინი ჯაფარიძემ, დღეს, დილით სიცოცხლე შეწყვიტა. მას მშობიარობის შემდგომი გართულებებით გული გაუჩერდა. ნინიმ ბარბარე 21 მაისს გააჩინა და მას შემდეგ სიცოცხლეს ებრძოდა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში მოხდა. მშობიარობის შემდეგ გართულებული მდგომარეობის გამო, ნინი ჯაფარიძე კლინიკაში რჩებოდა. “მედიაცენტრი მთავარი” სამშობიარო სახლისგან, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, ელოდება დამატებით ინფორმაციას. ნინი, ჩვენი ყველას საყვარელი გოგო დღეს დილით წავიდა ამ ქვეყნიდან, მისი ახალი სიცოცხლე კი მის ნაცვლად გააგრძელებს სიცოცხლეს. პატარა ბარბარეს, ყველასთვის საყვარელი ნინი ზეციური სასუფევლიდან ყოველთვის დაიფარავს”, – წერს გულუა.

წყარო: 2020news.ge

Related posts