„ჩემი სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს“ – წერს მდინარეში დამხრჩვალი გოგონას და

„ჩემი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სიყვარულით სავსე სკვინჩა აღარ მყავს.  არ ვიცი რა ვქნა” – წერს „ფეისბუქზე“ ბლოგერი სალომე ბარკერი, მდინარის მიერ გატაცებული გოგონას უფროსი და.

26 მაისს, ექსკურსიაზე მყოფი 17 წლის გოგო, ნინოსხევში მდინარის დინებამ გაიტაცა. მოზარდს დაახლოებით 14 საათი ეძებდნენ.

ძებნის ოპერაციაში დღეს დილიდან მყვინთავები ჩაერთნენ და გოგონას ცხედარი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts