ზესტაფონში დაშავებული ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა

ზესტაფონში, დღეს მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი რკინიგზელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

ზესტაფონის რეგიონის ადმინისტრაციული შენობის საწყობში წარმოებული სამუშაოების დროს ორი მუშა დღეს დაშავდა.

მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

imedinews.ge

Related posts