გორში ავტომანქანა მე-5 კლასელ გოგოს დაეჯახა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-5 კლასელი გოგონა დაშავდა. შემთხვევა რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

დაშავებული მოზარდი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, ცოტა ხნის წინ კი, თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა ცნობილია, გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

interpressnews.ge

Related posts