ბორჯომში დაკარგული მოზარდები პოლიციამ სახლებში დააბრუნა

ბორჯომში დაკარგული მე-9 კლასელი გოგოები, რომლებიც ზესტაფონში იპოვეს, პოლიციამ გვიან ღამით სახლებში დააბრუნა.

15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბორჯომის 1-ელი საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე  გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ.

წყარო: primetime.ge

Related posts