პოლიტიკა

მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს

მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს

2026 წლის 29 იანვარს შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" მოგმართათ თხოვნით, შეგესწავლათ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი კომპანიის მიმართ შესაძლო შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები.
ამ განცხადების შეტანიდან უკვე ექვსი თვე სრულდება, თუმცა დღემდე არ მიგვიღია თქვენი სამართლებრივი შეფასება.

ამ პერიოდში თქვენს აპარატს არაერთხელ მივაწოდეთ დამატებითი დოკუმენტები და ახალი ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადების ჩანაწერი, რომელშიც თავად პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სხვადასხვა ტელევიზიის მიმართ გამოიყენებოდა განსხვავებული  მიდგომა - ზოგიერთ მედიასაშუალებას საგადასახადო დავალიანების გადახდას არ სთხოვდნენ, ხოლო ზოგიერთთან კი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შეთანხმებები ფორმდებოდა.

ამავე პერიოდში "თრიალეთის" მიმართ მოქმედებდა სრულიად განსხვავებული ადმინისტრაციული პრაქტიკა - კომპანიის საბანკო ანგარიშებზე არაერთხელ გავრცელდა ინკასო, უარი გვეთქვა დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე და დღემდე ვერ მივიღეთ იმგვარი სამართლებრივი მიდგომა, რომელიც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სხვა მედიასაშუალებების მიმართ იქნა გამოყენებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯაროდ ადასტურებს, რომ სხვადასხვა ტელევიზიის მიმართ განსხვავებული საგადასახადო მიდგომები არსებობდა.
თუ აღნიშნულ განცხადებას არ ანიჭებთ მტკიცებულებით ღირებულებას, გთხოვთ, განმარტოთ, რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლით მიიჩნევთ, რომ იგი ვერ ადასტურებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს.

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით გვსურს დაგისვათ რამდენიმე კითხვა:
•    შეისწავლეთ თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აღნიშნული საჯარო განცხადება?
•    მიიჩნიეთ თუ არა იგი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებად?
•    თუ არ მიიჩნიეთ, რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლით მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
•    თუ მიიჩნიეთ, რატომ ვერ დასრულდა ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული საქმის შესწავლა?
•    როდის უნდა ველოდოთ საქართველოს სახალხო დამცველის სამართლებრივ შეფასებას "თრიალეთის" მიმართ შესაძლო შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზე?

სახალხო დამცველის ინსტიტუტი მოქალაქეთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური მექანიზმია. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებასთან, კანონის წინაშე თანასწორობასთან და შესაძლო შერჩევით მოპყრობასთან დაკავშირებული საქმეები განსაკუთრებულად დროულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს.

ახლა, ექვსი თვის შემდეგ, ჩვენ კვლავ ველოდებით პასუხს მთავარ კითხვაზე - ხედავს თუ არა საქართველოს სახალხო დამცველი "თრიალეთის" მიმართ განსხვავებული, შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს, მაშინ როდესაც თავად პრემიერ-მინისტრი საჯაროდ ადასტურებს, რომ სხვადასხვა ტელევიზიის მიმართ განსხვავებული საგადასახადო მიდგომები არსებობს.

გთხოვთ, უმოკლეს ვადაში დაასრულოთ აღნიშნული საქმის შესწავლა, მოგვაწოდოთ თქვენი სამართლებრივი შეფასება და წერილობით გვაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულ წერილს საჯაროდაც ვაქვეყნებთ, რადგან ეს საკითხი აღარ ეხება მხოლოდ ერთ რეგიონულ მაუწყებელს. იგი შეეხება მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, თანასწორობის პრინციპს და საზოგადოების უფლებას, იცოდეს, როგორ რეაგირებენ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები იმ შემთხვევებზე, როდესაც არსებობს შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ სერიოზული და დასაბუთებული კითხვები.

"ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"

რეგიონი

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები