ტრაგედია გორში მამამ 2 წლის შვილს შემთხვევით მანქანით გადაუარა

უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ სობისში კაცმა მანქანის მობრუნებისას შემთხვევით საკუთარ შვილს გადაუარა.

2-წლამდე ბავშვმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც დაიღუპა. ოჯახის მოთხოვნით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან შეყვანისას ის უკვე დაღუპული იყო.

ნათესავები კლინიკასთან არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

imedinews.ge

Related posts