ზურაბიშვილი: სექსუალური და რელიგიური ორიენტაციის მიუხედავად ყველას პრეზიდენტი ვარ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ვარ ყველა ადმიანის პრეზიდენტი მიუხედავათ მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა“ – ეს განცხდება ზურაბიშვილმა დღეს ადიგენში ვიზიტისას გააკეთა.

„ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვთვლი რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული. თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება, “- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც.

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

„თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.

imedinews.ge

Related posts