თბილისში, 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა – შემთხვევა ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა.

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც შესაძლოა, მისი გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: primetime.ge

Related posts