საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი.

სააგენტოს განცხადებით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

imedinews.ge

Related posts