ზუგდიდში ქალი 30 წლამდე შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდის ცენტრში,ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სამართალდამცავებმა 56 წლის ქალი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, შვილი, რომელზეც დედა ძალადობდა, 30 წლამდე გოგოა.

imedinews.ge

Related posts