სტამბოლში, რუსებთან დაპირისპირებისას, საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა

სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაცია ამის შესახებ თურქულ მედიაში ვრცელდება.

CNN TURK- ის ცნობით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე თ.პ.. არიან დაჭრილებიც.

სხვა თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით, დაღუპული ორი ადამიანიდან ერთი რუსეთის, ხოლო მეორე – საქართველოს მოქალაქეები არიან. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირების ადგილზე მაყუჩიანი იარაღია ნაპოვნი.

მომხდარის მიზეზებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

„პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, რომ კონსულს კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ სამართალდამცველებთან და მათგან შეტყობინებას ელოდებიან.

 

წყარო: primetime.ge

Related posts