ხიდზე ქალს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, მეტეხის ხიდზე ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალმა ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო:primetime.ge

Related posts