პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას - ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა
40 წუთის წინ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას - ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა

ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა - აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას და იმას, რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით.

“ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოძიებებმა, მათმა დაკავებებმა და გირაოთი გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა: არის ეს რეალურად ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა, თუ „ქართული ოცნების“ შიგნით კლანური დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე თავიდან იცილებენ პარტიის ყოფილ წევრებს კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა მიმდინარე გამოძიებები და მათი ფიგურანტები. შედეგად, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად არიან ან სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები.

ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა „ქართული ოცნების“ კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას, და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება. უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომებს. ბოლო თვეებში, ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა, ზუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ნათელია – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაცია სრულად იხილეთ ბმულზე.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები