რუსეთის სახალხო დამცველი ქართველ კოლეგას რუსეთის მოქალაქეების დაცვაში დახმარებას თხოვს

რუსეთის სახალხო დამცველი ქართველ კოლეგას თხოვს, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში დახმარებას თხოვს.

ტატიანა მოსკალკოვას მოწოდების შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რუსეთის ომბუდსმენი ამბობს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მოსკალოკოვას შეფასებით, აგრესიის გამო ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამასთან შემაშფოთებელია, რომ ნაციონალისტები თავს დაესხნენ რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს და დაირღვა რუსეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის, სერგეი გავრილოვის უფლებები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის საფრთხის შესახებ რუსი ოფიციალური პირები ერთხმად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც შესაბამისი განცხადება ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ამ ე.წ. საფრთხეებით ახსნა სანქცია, რაც საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვას გულისხმობს.

თბილისში რუსული აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური აქციების მიუხედავად რუსეთის მოქალაქეეებზე, მათ შორის ტურისტებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

primetime.ge

Related posts