პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - სააკაშვილს პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ერთადერთი, რაც რეჟიმს დარჩენოდა, მისი საპატიმრო პირობების გამკაცრება იყო
4 საათის წინ

თინა ბოკუჩავა - სააკაშვილს პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ერთადერთი, რაც რეჟიმს დარჩენოდა, მისი საპატიმრო პირობების გამკაცრება იყო

ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, ვინც სააკაშვილის მიმართ ბოღმას აყოლებს ქვეყანას, მომავალ თაობებს ვერ აუხსნის, რატომ დაკარგა ქვეყანამ დამოუკიდებლობა.

"დიქტატურის კონსოლიდაციის გზაზე ივანიშვილი ახალ-ახალ ბრალს უყენებდა პრეზიდენტ სააკაშვილს. მას პრაქტიკულად, უკვე სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ამიტომ ერთადერთი რაც დარჩენოდა რეჟიმს, მისი საპატიმრო პირობების გამკაცრება იყო ან პუტინის სტილში, პირდაპირ მისი სიკვდილამდე მიყვანა.

ეს არის "ვარდების რევოლუციის" კონტრ-რევოლუციის მთავარი ამოცანა, მისი სიმბოლოს განადგურება. ეს არის პუტინის დაკვეთა, რომელსაც ის საჯაროდ აჟღერებდა - იმ უმაღლესი მთავარსარდლის სასტიკი დასჯა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად გაბედა და მას წინააღმდეგობა გაუწია. ეს არის სიგნალი ზელენსკისთვის, სანდუსთვის, ყველასთვის, ვინც მისი მარწუხებისგან თავისი ქვეყნის გათავისუფლებისთვის იბრძვით იარაღით ან უიარაღოდ.

ამ დროს ზოგიერთი პოლიტიკანი თუ კომენტატორი, ისევ გამოვა და მიშას "დაგმობას" დაიწყებს, იმ 9 წელზე საუბარს, რომელმაც თავისი შეცდომების გათვალისწინებით, თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა.

მერე ნუ უკვირთ, მათ შორის მათ, ვინც "თუ არ მოგვეწონება, გადავირჩევთ"-ს ქადაგებდა 2012 წელს, რომ რუსულ ჭაობად იქცა ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ერთ დროს ევროპული პერსპექტივა ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.

ისევ მიშა, ისევ "ნაცები, ისევ "9 წელი" და ამ დროს დავკარგეთ არა მხოლოდ ევროპული მომავლის შანსი, არამედ სახელმწიფო, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

ჩვენ ამ უსაზღვრო უსამართლობასაც გავუძლებთ, მაგრამ თქვენ რას ეტყვით შვილებს და შვილიშვილებს არ ვიცი, რომ მიშას ბოღმას გადააყოლეთ მათი მომავალი და ეს ქვეყანა",- აცხადებს ბოკუჩავა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები