სერგეი ლავროვი-საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს მტერს და ოკუპანტს ეძახის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს ანტირუსული პოლიტიკის გაღვივებაში ადანაშაულებს:

„საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს მტერს და ოკუპანტს ეძახის, ეს მკაფიო ანტირუსული პოლიტიკაა“ – განაცხადა ლავროვმა საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

ლავროვი გამოეხმაურა რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და აღნიშნა, რომ საქართველო მათაც პირდებოდა უსაფრთხოებას, როგორც ახლა რუს ტურისტებს პირდება. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე იყო ჩასული, რომლის თბილისში გამართვაც საქართველოს დიდი ხანია, სურდა

„ჩვენ გვესმის, როგორ ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომ ყველა ჩვენი სტუმარი უსაფრთხოდაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრებიც სტუმრები იყვნენ და ისინი უსაფრთხოდ არ იყვნენ.ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის, ასამბლეის სხდომის გამართვის ადგილი, ასევე ასამბლეის თავმჯდომარე გავრილოვის განთავსება იმპროვიზებული არ ყოფილა. ეს ორგანიზატორებმა, ანუ საქართველოს პარლამენტმა გააკეთა“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

primetime.ge

Related posts