ტრაგედია მესტიაში შემთხვევით, 12 წლის გოგომ მამა სასიკვდილოდ დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემში, შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა.

როგორც „პრაიმტაიმს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ბეჟან ჭკადუამ განაცხადა, შემთხვევა მაგთიკომის საბაზო სადგურზე მოხდა.

„მამას ბავშვი მაგთიკომის საბაზო სადგურზე ჰყავდა აყვანილი, სადაც თავად მუშაობდა. გაურკვევლია საიდან აღმოჩნდა იმ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღი. ბავშვს იარაღი აუღია, რომელიც გადაჭედილი ყოფილა. შემთხვევით გასროლილი ტყვია, მამას თავში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა“,- განაცხადა მან.

გარდაცვლილი 51 წლის დავით გაბლიანია. ის იდლიანის საშუალო სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო.

ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც მომხდარის დეტალებს აზუსტებს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

primetime.ge

Related posts