თელავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილობრივები მომხდარ ფაქტს წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე თქმით, მოკლული მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, სოფელ ყარაჯალაში დედის სანახავად ჩავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

inforustavi.ge

Related posts