საქართველოში ამინდი ხვალიდან ისევ შეიცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში დათბება.

როგორც „პრაიმტაიმს“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 2 ივლისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში, დაბლობ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 31დან 33-გრადუსამდე იქნება, სანაპირო რაიონებში – 27-29 გრადუსი, მთიან რაიონებში კი 28-30 გრადუსამდე გათბება ჰაერი. მაღალ მთაში დღის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 20-25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. კახეთის რეგიონში 28-30 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მთიან რაიონებში 28-30, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 11-დან 16-გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა. სამხრეთ მაღალმთიანეთში (ბაკურიანი, ახალქალაქი, წალკა) 23-25 გრადუსამდე გათბება ჰაერი.

რაც შეეხება დედაქალაქს ჰაერის ტემპერატურა 28-30 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

3 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაიკლებს. ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 4 ივლისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაც.

primetime.ge

Related posts