ვინ არის მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი

inforustavi.ge – ეს ინფორმაციით რუსთავში, მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი რუსთაველია (თავდაპირველად გავრცელდა ვერსია რომ შესაძლოა ცხედარი მდინარეს თბილისიდან ჩამოეტანა).

42 წლის გუჯა სოფრომაძეს ოჯახი 5 დღის მანძილზე ეძებდა.

“ინფო რუსთავს” დაღუპული მამაკაცის შვილმა განუცხადა რომ – “მამა სახლიდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ უშედეგოდ ვეძებდით”.

რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა რომლის პასუხებიც რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ რომ გუშინ რუსთავში მეთევზეებმა მტკვრის ნაპირზე მამაკაცის გვამი შენიშნეს და ფაქტი პოლიციას აცნობეს.

მომხდარზე გამოიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: inforustavi.ge

Related posts