პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი კვლავ პატიმრობაში რჩებიან
13 წუთის წინ

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ძალაში დარჩა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. სახელმწიფო ბრალმდებლის, ვაჟა თოდუას შუამდგომლობის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, კვლავ არსებობს ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების საჭიროება. თოდუას თქმით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ. ადვოკატების ნაწილი გირაოს ოდენობის განსაზღვრას თავად სასამართლოს ანდობდნენ, ნაწილი კი 3 000, 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის განმარტებით, არსებითი ხასიათის რამე ახალი გარემოება, რომელიც საპატიმრო ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, არ გამოკვეთილა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები