ყაზბეგში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ყაზბეგში სოფელ გერგეთთდან ახლოს მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, 112-ზე შეტყობინების შესვლის შემდეგ ხევიდან ცხედრის ამოყვანის პროცესში მაშველები ჩაერთნენ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო. საქართველოში ის გიდად მუშაობდა.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

 „შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ამ დროისთვის ექსპერტიზის პასუხები არ არის ცნობილი“.- განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

primetime.ge

Related posts