ვინ არის 21 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

ახალგაზრდა რუსთაველი მამაკაცი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრის შემდეგ კლინიკაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

21 წლის ვარლამ წინწალაშვილი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 11 ივნისს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. შეგახსენებთ რომ, ავტომობილს, რომელსაც ის მართავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა.

მანქანაში 2 მამაკაცი იმყოფებოდა. ვარლამ წინწალაშვილის თანმხლებ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, 21 წლის რუსთაველი ახალგაზრდა კი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში სიკვდილს 21 დღის განმავლობაში ებრძოდა.

წყარო: ინფო რუსთავი

Related posts