დღეს გიორგობაა
დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

4 საათის წინ

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - ძალიან დიდი გზაგასაყარზე ვართ - თუ არ გვინდა, მეხსიერება  გაგვინადგურონ, მენტალიტეტი გამოგვიცვალონ და საბოლოოდ გაგვანადგურონ, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე
1 საათის წინ

მიხეილ სააკაშვილი - ძალიან დიდი გზაგასაყარზე ვართ - თუ არ გვინდა, მეხსიერება გაგვინადგურონ, მენტალიტეტი გამოგვიცვალონ და საბოლოოდ გაგვანადგურონ, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძე

მე ვმუშაობდი დღე და ღამე, ბევრი მანიაკს მეძახდა, „კოკაინზე“ ზისო მივრცელებდნენ, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ, თუ საიდან მოდიოდა ამდენი ენერგია - ახლა საქართველო სრულად საწინააღმდეგოა იმის, რაც 2012 წლამდე იყო. ჩვენ ყველგან მოვყავართ, როგორც წარუმატებლობის, ჩამორჩენილობის, არნახული რეგრესის მაგალითი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც „ვარდების რევოლუციიდან“ 22 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ლუზერები“ ვერ დამკვიდრებიან“.

„2003 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, საქართველოში გაიმარჯვა „ვარდების რევოლუციამ“. ის მოჰყვა მრავალი წლის სტაგნაციას, სიღარიბეს, კორუფციას კრიმინალს და შევარდნაძის მიერ მთლიანად გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს.

„ვარდების რევოლუცია“ 2003 წელს არ დამთავრებულა, პირიქით 23 ნოემბერმა სათავე დაუდო მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო, რადიკალურ, სიღრმისეულ რეფორმებს, რომელთაც შეუმდგარი სახელმწიფო აქციეს მსოფლიო მასშტაბის მაგალითად განვითარების და წარმატების.

რა მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“ - შეგვიძლია ბევრი რამე ჩამოვთვალოთ, აჭარის დაბრუნება საქართველოს იურისდიქციაში, ქვეყნის მსოფლიო რუკაზე არა მხოლოდ დაბრუნება, არამედ კაშკაშა ვარსკვლავად ამობრწყინება, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა.

ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გორი-კასპის გზის მონაკვეთზე „სიდედრის ენას“ ვერაფრით ასწორებდა, გაივსო ახალი ავტობანებით, აეროპორტებით და ა.შ.

ახალი განათლების, ჯანდაცვის, სახელმწიფო სერვისების მსოფლიოში მოწინავე სისტემები, ახალი შეიარაღებული ძალების, კორუფციის ნულამდე დაყვანა, ხელოვნების და არქიტექტურის არნახული აღმავლობით და ბევრი სხვა. თუ ორი სიტყვით შეიძლება აღვწეროთ ყველაფერი - არის მენტალიტეტის ცვლა.

ჩვენ დავინახეთ, რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება. როცა არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, როცა 2007-ში ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მე გადავდექი. სახელმწიფო აპარატის მუშაობა დაფუძნებული იყო მთავარ ფასეულობაზე - ხალხის მსახურებაზე, თითქმის არავინ გამდიდრებულა.

მე ვმუშაობდი დღე და ღამე, ბევრი მანიაკს მეძახდა, „კოკაინზე“ ზისო მივრცელებდნენ, იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ თუ საიდან მოდიოდა ამდენი ენერგია. ის კი მოდიოდა უმაღლესი სიამოვნებიდან ქვეყნის მსახურების, წარმატების სიამაყიდან და ჩემთან იყო ასევე მთელი სახელმწიფო აპარატი, რომელსაც ბევრად ნაკლები ხელფასი ჰქონდა ვიდრე ახლა, მაგრამ განსხვავებით ახლანდლისგან, არ იყო კორუმპირებული. რაც მთავარია წარმოიქმნა ახალი თაობა, თავისუფლების პირობებში გაზრდილი.

რევოლუციას მოჰყვა კონტრრევოლუცია. კონტრრევოლუციის მთავარი მიზანი იგივეა რაც იყო ჩვენი რევოლუციის - მენტალიტეტის შეცვლა. ოღონდ ესენი ამას აკეთებენ ჩვენი შექმნილის დემონტაჟით - განათლების სისტემის განადგურებით, თავისუფლების ინსტიტუტების - სახელმწიფოს გამჭვირვალობის, სამოქალაქო საზოგადოების, არჩევნების განადგურებით, ქართველთა სიამაყის განადგურებით და მათთვის „ადგილის მიჩენით“, მეხსიერების მოსპობით და უახლესი ისტორიის მეხსიერების ჩიპის გამოცვლით.

როდესაც „9 წელი“ დაიყვანეს 2-3 ნეგატიურ ფაქტზე და ყველაფერი სხვა ეპოქალური მოვლენის გონებიდან წაშლა სცადეს. ლოზუნგი „არც ნაცი არც ქოცი“ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს გვათქმევინებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდზე. ე.ი. ათვლის კოორდინატებს მთლიანად გვიბნევენ.

სინამდვილეში დღევანდელი კატასტროფის მთავარი მიზეზი არის ის რომ საზოგადოების დიდ ნაწილში მოახერხეს და ჩამოაყალიბეს სრულიად მცდარი წარმოდგენა „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვრებზე და სწორად ამან მისცა საშუალება რეჟიმს ასე დაუსჯელად მოქმედების.

ჰოდა თუ არ გვინდა რომ ჯერ მეხსიერება საბოლოოდ გაგვინადგურონ, მერე მენტალიტეტი გამოგვიცვალონ და შემდეგ საბოლოოდ გაგვანადგურონ, ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, ისევე როგორც თავის დროზე დავამარცხეთ შევარდნაძე.

რა თქმა უნდა, ივანიშვილს შევარდნაძისგან განსხვავებით აქვს ბევრი ფული, ჰყავს ბევრი დამრბევი და მას მხარს უჭერს რუსეთი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენც გვაქვს 2003 წელთან შედარებით ბევრი უპირატესობა. მთავარი ესაა, რომ ჩვენ მიუხედავად ბევრი მანიპულაციისა და მეხსიერებაზე ძალადობისა, გვახსოვს თუ რა არის თავისუფლება და წარმატება.

ამავე დროს თუ 2003 წელში მხოლოდ მე და ცოტა ადამიანი ვფლობდით დასავლეთში ყოფნის გამოცდილებას, ახლა ქართველების დიდი ნაწილი ნამყოფია სხვაგან და აქვთ შედარების ფუფუნება. რაც მთავარია ახლა არსებობს ახალი თაობა, თავისუფლებას ნაზიარები, უცხო ენების ცოდნით და რაც მთავარია, სულ სხვა ბრძოლის ჟინით.

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ 2003-ში საპროტესტო მოძრაობას არ ჰქონდა მოცული საზოგადოების ძირითადი ნაწილი, აქტიურად აქციებში მონაწილეობდა მაქსიმუმ 4-5 ათასი ადამიანი, სანამ ნათელი არ გახდა, რომ ვიმარჯვებდით და ბევრად მეტი გამოვიდა. მაშინ სტუდენტები თითქმის ბოლომდე არ გამოსულა. ახლა საპროტესტო ტალღამ მოიცვა ასობით ათასი ყველა ასაკის ადამიანი.

ჩვენ ახლა ვართ ძალიან დიდი გზაგასაყარზე. „ვარდების რევოლუციამ“ შექმნა მსოფლიო ტრენდი - მას ეგრევე მოჰყვა უკრაინის ნარინჯისფერი და ლიბანის კედრის, ყირგიზეთის მშვიდობიანი რევოლუციები. მე ბევრი მაქვს ნამოგზაურები არაბულ ქვეყნებში და კარგად ვიცი, რომ „არაბულ გაზაფხულში“ სერიოზულად იყო წარმოდგენილი ვარდების რევოლუციის გავლენა.

ამას იქით, ჩვენი რევოლუციური რეფორმები იყო მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი. მსოფლიო ბანკმა, რომელმაც გამოუშვა წიგნი საქართველოში კორუფციის დამარცხებაზე, როგორც მსოფლიოსთვის მაგალითზე, საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად დაასახელა.

ჩვენი მონაწილეობით შეიქმნა უკრაინის ძალიან ეფექტური ანტიკორუფციული ორგანოები და ჩვენი პატრულის შემქმნელებმა ჩამოაყალიბეს უკრაინული პატრულის სამსახური.

ჩვენი შთაგონებით და გავლენით შეიქმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა და ახალი სამეზობლო პოლიტიკა. ჩვენ ვიყავით მთელს მსოფლიოში ცნობილი წარმოუდგენლად სწრაფი პროგრესის ნიმუში.

ახლა საქართველო სრულად საწინააღმდეგოა იმის რაც 2012 წლამდე იყო. ჩვენ ყველგან მოვყავართ, როგორც წარუმატებლობის, ჩამორჩენილობის, არნახული რეგრესის მაგალითი.

ამიტომ ჩვენი უახლოესი მომავლის წარმატების მთავარი გასაღები, მათ წარუმატებლობაშია. „ლუზერები“ ვერ დამკვიდრებიან, „ლუზერები“ ვერ დაგვამარცხებენ.

გაუმარჯოს ვარდების რევოლუციის 22-ე წლისთავს!

დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!

სრულ საბრძოლო ფორმაში მყოფი თქვენი მიშა”,- წერს სააკაშვილი.

რეგიონი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები