შემზარავი ავარია გურიაში დაშავებული 5 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის ოზურგეთიდან ქუთაისში მრავლობითი მოტეხილობით რეანომობილით გადაიყვანეს.

„პრაიმტაიმის“ ინფრომაციით, ბიძამ ძმისშვილები სასეირნოდ წაიყვანა და უბედური შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა.

„ძიმითის თემში შედის სოფელი კოხა და სწორედ იქ მოხდა ეს უბედურება. გვარჯალაძეების ოჯახია. ძმები ცხოვრობენ ერთად. უცოლო ბიძამ გადაწყვიტა ძმისშვილების გასეირნება, სავარაუდოდ მდინარე სუფსაზე მიჰყავდა ბავშვები რა დროსაც ტრაქტორს საბურავი მოძვრა და გადაბრუნდა. ამ დროს ერთ ერთი, 5 წლის ბავშვი ტრაქტორიდან გადმოვარდა და ძალიან მძიმედ დაშავდა“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.

წყაროს ცნობით, ტრაქტორში მყოფ სხვა პირებს, რომელთა შორის კიდევ ორი ბავშვი იყო, დაზიანებები არ აღენიშნებათ.

primetime.ge

 

Related posts