პოლიტიკა

ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა, - ასე აფასებს  სალომე ზურაბიშვილი,  რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავს.  მისი თქმით, მშვიდობა მანამდე ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ ცნობს.
8 წუთის წინ

ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა, - ასე აფასებს  სალომე ზურაბიშვილი,  რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავს. მისი თქმით, მშვიდობა მანამდე ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ ცნობს.

ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა, - ასე აფასებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობა მანამდე ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ ცნობს.

„ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ამ დღეს, 24 თებერვალს, მინდა თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომიდან ოთხი წლის შესრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში თქვენ აჩვენეთ, რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა დამართა თქვენს ქვეყანას. ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში რუსეთმა წააგო იგი და ვერ შეძლო თავისი საომარი მიზნების მიღწევა. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ, ვერ მოახერხა თქვენი მუხლებზე დაჩოქება და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენთვის, ქართველებისთვისაც, ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში, რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად ჩვენ ყველანი უნდა გავხდეთ მოწმენი, რუსული ოკუპაციის დასრულებისა სხვაგანაც, „სამხრეთ ოსეთში“, აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ საზღვრებს.

დიდება უკრაინას!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325 000-ია. იმავე პერიოდში, უკრაინის მხრიდან 500 000-600 000 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 140 000-ია.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები