სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. 8-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

9 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 9 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

primetime.ge

Related posts