გორში ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა

გორში, მშვიდობის გამზირზე, ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრ ,,იავნანაში“ გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მოზარდი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

,,კლინიკაში შემოყვანისას, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ამჟამად გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი და მკურნალობა“, – განაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.

ხანძარი, სავარაუდოდ, სანთლიდან გაჩნდა.

interpressnews.ge

Related posts