არბოში ნიკო ლომოურის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

არბოში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლმუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 257 030 ლარი გამოიყო.

ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ სს სამშენებლო კომპანია “ივერთმშენს” სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად 2019 წლის ნოემბერი განესაზღვრა.

პროექტის მიხედვით შეიცვლება დაზიანებული თუნუქის სახურავი, მზიდი კოჭები, იატაკის ფიცრები. ხის ელემენტები დაიფარება ხანძრის საწინააღმდეგო ანტისეპტიკური სითხით. გაძლიერდება შენობის მთელ პერიმეტრზე რკინა-ბეტონის პერანგი. მოეწყობა ბეტონის ახალი სარტყელი სახურავის დონეზე, ახალი საძირკველი შენობის გარკვეულ მონაკვეთებზე და სველი წერტილი ობიექტის ეზოში.

შენობას რამდენიმე ათეული წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. მუზეუმის კედლებზე განვითარებული ბზარების, დაზიანებულია ხის ელემენტებისა და ამორტიზირებული წყლის გადამყვანი მოწყობილობების გამო ატმოსფერული ნალექი აღწევდა ინტერიერში.

მუზეუმის შენობა, რომელიც ღირებულია თავისი არქიტექტურითა და ისტორუიული მნიშვნელობით, წარმოადგენს ერთსართულიან შუშაბანდიან სახლს უნიკალური სარდაფით. მისი აშენების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ აგებულია მე-19 საუკუნის 40 – 50 -იან წლებში.

 

მუზეუმის ერთი ოთახი დატვირთული იყო მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალითა და მემორიალური ნივთებით, ხოლო მეორე ოთახი კი დაკავებული ჰქონდა სოფლის ბიბლიოთეკას.

 

Related posts