ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა , მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთი პირი დაარწმუნა, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში.ბრალდებულმა, ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Related posts