პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გააგზავნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების უფლებებს სტრასბურგის სასამართლოშიც დაიცავს.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გააგზავნა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გააგზავნა.

კერძოდ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, სამივე მათგანი სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების შეკრების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი), პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებისა (მე-8 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (მე-6 მუხლი) დარღვევას ეხება.

„სტრასბურგის სასამართლოში ამჯერად ჩვენ ვიცავთ დიპლომატსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს - ალექსი პეტრიაშვილს, ჟურნალისტ ნათია გოქსაძეს და მხატვარ ლევან მარგიანს. სამივე მათგანი ივანიშვილის მიერ კონტროლირებულმა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანურმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პეტრიაშვილს და გოგსაძეს სახდელის სახით 5000 ლარი დაეკისრა, ხოლო ლევან მარგიანს 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ცნობილია, უკანასკნელი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ხუთი სხვადასხვა პაკეტი მიიღო, რითაც არსებითად მოსპო ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება - შეკრების თავისუფლება, რომელსაც განამტკიცებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია.

ღრმად გვწამს, რომ სამართალი საბოლოო ჯამში იზეიმებს და სტრასბურგის სასამართლო სამივე ჩვენი თანამოქალაქის დარღვეული უფლებებისათვის ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხს აგებინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები