უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. 12-13 ივლისი საქართველოში წვიმიანი იქნება.

„მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც. ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე კი იქნება 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“, – აცხადებენ სააგენტოში.

1tv.ge

Related posts