გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიცში, ქორდსა და არბოში იმყოფებოდნენ. სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 7 კილომეტრიან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება, რაც გულისხმობს მოასფალტების სამუშაოებსა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმდინარეობს სასმელი სწყლის ქსელის მოწყობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი იგეგმება გარე განათების მოწყობა, ხოლო სოფელ არბოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა მუზეუმის ეზო და აღდგება ბიბლიოთეკა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახელობასაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

Related posts